სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 854 შემთხვევა გამოვლინდა, 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 181 ტესტი ჩატარდა. 17 მარტის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 180 141 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 166 913 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 282 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 841 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.