ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 22 ბავშვია. ბავშვები ძირითადად არიან სახლში, რადგან ახალქალაქში შესაბამისი, სპეციალისტები და ადაპტირებული შენობა ბავშვების ფიზიკური განვითარებისთვის არ არსებობს, რათა მათ  საზოგადოებაში ინტეგრირება შეძლონ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან ურთიერთობისას ჩვენ გავარკვიეთ, რომ მათთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება მანძილია.

სოფელ ლომატურცხში მცხოვრებ ბავშვს, გადაადგილების პრობლემა აქვს. ის უკვე 7 წლის არის, მას სწავლის და განათლების მიღების პრობლემა არ აქვს, სკოლაში დადის. როცა საზღვრები ღია იყო, მშობლებს სამკურნალოდ რუსეთში დაჰყავდათ.

«სამწუხაროდ, აქ ცენტრი არ არის, სადაც ბავშვი ივლის. შარშან, რუსეთში, რამდენიმე ოპერაცია გავუკეთეთ, საგრძნობი ცვლილებები შეიმჩნევა, ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლებელი იქნება საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელება. ახალციხეში არ არის ხელმისაწვდომი, ერთ ბავშვს აქ სკოლაში ვერ დავტოვებ და მეორეს ახალციხეში ვერ წავიყვან. თუკი ახალქალაქში ანალოგიური ცენტრი იქნება, ჩვენ დიდი სიამოვნებით მივაკითხავთ»,- ამბობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის მშობელი.

«ახალციხეში წასვლა ვერ მოვახერხეთ ფინანსური და ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ჩემს ბავშვს დაუნის სინდრომი აქვს, აქ ლოგოპედთან დამყავს, მაგრამ მკურნალობა მას მუდმივად ესაჭიროება. მე მას სათანადოდ ვერ ვამეცადინებს, როგორც არ უნდა მოვინდომო,  სპეციალისტის საჭიროება მეტად მნიშვნელოვანია”, – ამბობს სოფელ გომანში მცხოვრები ბავშვის მშობელი.

«ჩვენს შვილს ყველაფერი ესმის, ყველაფერს უსმენს, მაგრამ არ ლაპარაკობს და არ დადის, მას ხელს თუ მოკიდებ, ის დადის. ჩვენ ის ერევანში და რუსეთში სარეაბილიტაციო ცენტრში დაგვყავს. უკვე მეორე წელია ვერ მივდივართ. ბავშვი დაბადებიდან ასეთია.  ახლა გვინდა, რომ ბავშვით ფსიქოლოგი დაკავდეს. თუკი ადგილზე იქნება ცენტრი, ჩვენ ძალიან გვინდა, რომ მან იაროს»,- ამბობს სოფელ კარტიკამის მცხოვრები, ბავშვის მეურვე.

ამჟამად ცენტრს 10 ადამიანი აკითხავს, მოზარდები და უფროსები. ბავშვები ძირითადად გონებრივი განვითარების თვალსაზრისით ჩამორჩენილები არიან.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ახალქალაქში ასეთი ადამიანებისთვის შესაფერისი გარემო არ არის.

ქართული ასოციაცია «პორტიჟი» 2017 წლიდან ახალციხეში მცირე ასაკის ბავშვების განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანია – 0-7 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობა, რომლებიც განვითარებაში არიან ჩამორჩენილები და სხვადასხვა მოთხოვნილება აქვთ, ასევე, მათ ოჯახებთან; მათი განვითარების გამყარება და სტიმულაცია, დახმარება სოციალურ ინტეგრაციაში.

2021 წლიდან ცენტრში უკვე არის სომხური ენის მცოდნე სპეციალისტი, რომელმაც ასოციაცია «პორტიჟში» გაიარა სპეციალური გადამზადება, რათა სომხურენოვანმა ბავშვებმა და მათ ოჯახებმა მოახერხონ პროგრამაში მონაწილეობა და მომსახურება მშობლიურ ენაზე მიიღონ.

თუმცა, ახალქალაქში მცხოვრებ ბავშვებს ახალციხეში წასვლა ვერ უხერხდებათ.