“კომენდანტის საათის” გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ბანერი წარწერით: “თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია” გაშალეს
“კომენდანტის საათის” გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე ბანერი წარწერით: “თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია” .
ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები წარწერით: „კომენდანტი=ავტორიტარიზმს”, “გაუქმდეს კომენდანტის საათი”, “თავისუფლება შერჩევითი არ არის” .
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, „კომენდანტის საათი“ არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალი მიმოსვლის უფლებას. ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები გამჭვირვალე იყოს.