სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 172 816 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 200 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 163 738-ია.