სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით, 6 და 7 მარტს, საჯარო სკოლების დირექტორების თანამდებობის დაკავების მსურველთა ტესტირება არ ჩატარდება.
ტესტირების ახალი თარიღის შესახებ განათლების სამინისტრო ინფორმაციას 20 მარტს გამოაქვეყნებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე – 2 200 220.