2020 წელს 1-ლარად გაიყიდა 29 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელწმიფო ქონება. შესაბამისი ინფორმაცია «ინტერპრესნიუსს» საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ მიაწოდა.
უწყების ინფორმაციით, 2020 წელს, სახელმწიფო ქონების საბაზრო ფასი, რომელიც სიმბოლურ ფასად პირდაპირი გაყიდვის ფორმით იყო გაფორმებული, 29 012 665 ლარს შეადგენს.
ამასთანავე სააგენტოში აცხადებენ, რომ შარშან, ერთ ლარად პრივატიზირებული ქონების ნაწილი, არ შეფასებულა. კერძოდ, საუბარია შსს-სა და დევნილთა და ეკომიგრანტების თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემულ ქონებაზე, ასევე, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.
წინა წლების სტატისტიკას რაც შეეხება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 2015 წელს 1-ლარად 3 467 056 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა, 2016 წელს – 9 225 999 ლარის ღირებულების, 2017 წელს – 1 476 583 ლარის ღირებულების, 2018 წელს – 4 022 168 ლარის ღირებულების, ხოლო 2019 წელს — 85 მლნ ლარზე მეტი ღირებულების.