საგაზაფხულო არდადეგები, როგორც საქართველოს კერძო, ასევე საჯარო სკოლებში 8 მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ახალქალაქის სკოლები მოქნილ რეჟიმში მუშაობენ, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში მაშინვე დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.
დღესდღეობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, №3 სკოლის (ქართული სკოლა) გარდა, რომელიც 1-ლიდან მე-4 კლასის ჩათვლით №5 სკოლაში დადის, ხოლო მე-4-დან მე-12 კლასამდე ონლაინ რეჟიმში სწავლობენ იმის გამო, რომ სკოლის შენობაში რემონტი მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის ყველა მასწავლებელს უფლება აქვს 14 დღეში ერთხელ კორონავირუსის უფასო ტესტი გაიკეთოს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში.
საქართველოში მოსწავლეების დიდი ნაწილი კლასებს დაუბრუნდა, ხოლო 12%-მა (35 732 ბავშვი) სწავლების დისტანციურ რეჟიმში დარჩენა გადაწყვიტა. თუმცა, აღნიშნული ციფრი მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს შორის კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება წერტილოვანი შეზღუდვები, როცა კონკრეტული კლასი ონლაინ-სწავლებაზე გადადის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირას კორონავირუსი გამოუვლინდა მოსწავლეების 0,03%-ს და სკოლის თანამშრომლებს შორის 0,1%-ს.