27.02.2021
ნახვები: 494 |
ავტორი: Gayane Akojyan
ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეების 0,03%-ს დაუდასტურდა, იტყობინება საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური.
უწყების ინფორმაციით, მშობლების განცხადების საფუძველზე, ან კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ამ კვირაში მთელს ქვეყანაში საგანმანათლებლო პროცესი მთლიანად დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა 11 სკოლაში და 109 ცალკეულ კლასში.