საქართველოში 1-5 მარტს, დასაქმების ონლაინ-ფორუმი სახელწოდებით – «გაიარე გასაუბრება საიდანაც გინდა» გაიმართება, – ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო იტყობინება.
ღონისძიების მთავარი მიზანი დამსაქმებლების სამსახურის მაძიებლებთან დაკავშირებაა. ფორუმის მონაწილე დაახლოებით 30 კომპანია იქნება, წარდგენილი იქნება 200 ვაკანსია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. სამსახურის მაძიებლებს ვაკანსიების სიის ნახვა აქ შეგიძლიათ.
შემდეგ დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, მიუთითოს შეთავაზება, რომელიც აინტერესებს. ამა თუ იმ განმცხადებლის დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დამსაქმებლებთან ონლაინ-შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.
გასაუბრების დროს კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ მიმდინარე ვაკანსიებზე, შეთავაზებებზე, სამუშაო გარემოზე, ხოლო სამსახურის მაძიებლებს შეეძლებათ კითხვების დასმა.
ონლაინ-შეხვედრები ორგანიზებული იქნება Zoom-ის პლატფორმის დახმარებით. დარეგისტრირებულ პირებს სესიის დაწყებაზე სმს-შეტყობინების საშუალებით აცნობებენ.
2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 3,8%-ით გაიზარდა, რეკორდულ 20,4%-მდე. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში უმუშევრების რაოდენობა 53 ათასით გაიზარდა.