მხოლოდ პოლიტიკური დევნის დასრულებამ და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამ შეიძლება მოაგვაროს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი და პროცესი მშვიდობიან დინებად აქციოს, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის ცენტრში მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე დღეს წარდგენილი ორი ათეული ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში.
დღევანდელი «თავისუფლების მარში» ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დაიგეგმა.
«ამ კრიზისის დარეგულირების და პროცესების მშვიოდბიან დინებაში დასაბრუნებლად აუცილებელია პოლიტიკური დევნას ბოლოს მოეღოს, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება. აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იმავე სისტემითა და წესებით, რომლებიც მოლაპარაკებების შედეგად ოპოზიციის მიერ შემუშავებულ საერთო წინადადებებში აისახება»,- ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც მიტინგზე პარტია «ლელო საქართველოსთვის» ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ წაიკითხა.
ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ «ქართული ოცნება» დათმობაზე წავა, როცა მოსახლეობის «მშვიდობიან კანონიერ ძალას» დაინახავს.
«ამისათვის აუცილებელია საქართველოში მშვიდობიანი, უკომპრომისო, მწვავე, უწყვეტი და ყოვლისმომცველი პროტესტი, ასევე თავისუფალი ქართველი ერის მხარდაჭერა»,- დასძინა ჯაფარიძემ.
ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარ მიმართვაში ევროპაში და აშშ-ში მათ პარტნიორებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს.
«დღეს თავისუფალი პროტესტის ზვავს ვხედავთ, რომელიც «ქართულ ოცნებაზეა» მიმართული. ივანიშვილის რეჟიმის ამდენად მასშტაბური და ზუსტი შეფასება აღმოსავლეთის მხრიდან დღემდე არ ყოფილა. მადლობა საქართველოს მეგობრებს მხარდაჭერისთვის»,- ნათქვამია მანიფესტში.
დღევანდელ აქციაზე პოლიტიკოსებმა ასევე სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს, 2-კვირიანი პროტესტი და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირება დაგეგმეს. ოპოზიციის ლიდერები აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდე, ასევე ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე მიტინგები არ დასრულდება.
მსგავს თემაზე: პროტესტის ორი კვირა– ოპოზიცია ხელისუფლების ადმინისტრაციაის და საქართველოს პარლამენტის პიკეტირებას დაიწყებს
სამართალდამცველებმა ნიკა მელია 23 თებერვალს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, პარტია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ცენტრალურ ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ ოპოზიციამ ქუჩის საპროტესტო აქციები დააანონსა.
მელიას დაპატიმრებამ საერთაშორისო ორგანიზაციებში ფართო რეზონანსი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორებმა ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდეს. ორივე მხარე მზადყოფნას გამოხატავს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, თუმცა ეს დღემდე არ მომხდარა.