24.02.2021
ნახვები: 505 |
ავტორი:
Varduhi Kurginyan
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა.
ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის გრაფიკი შემდეგნაირად განისაზღვრა:
- სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება 25 თებერვლიდან;
- სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან;
- საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება 25 თებერვლიდან
- ძალაში რჩება “კომენდანტის საათი” 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
- რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში — 1-ლი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან შეძლებენ;
- კონფერენციები და ტრენინგები, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, განახლდება 1-ლი მარტიდან;
- სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან;
- როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ფუნქციონირებას განახლებენ 1-ლი მარტიდან, 2 კვირაში ერთელ თანამშომლების 20%-ის სავალდებული ტესტირების პირობით;
- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას — 15 მარტიდან;
- სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან;
- მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ლი მარტიდან;
- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) — 1-ლი აპრილიდან;
- არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, როგორც სავაჭრო მოლებისთვის, ისე ბაზრობებისთვის, განაახლდება 8 მარტიდან;