სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში 4443 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 170 402 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 171 ადამიანი.