სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში 4373 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 170 234 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 162 ადამიანი.