საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა დაახლოებით 5-მდე აქტივისტი დააკავეს.
ის აქტივისტები, რომლებიც რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ, დღეს კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
20-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქტივისტებს კარვების დადგმის საშუალება არ მისცა და ისინი წაიღო.
აქტივისტები პოლიციისგან მოითხოვენ პასუხს, სად არის მათი კარვები. ადგილზე ამ დროისთვის დაძაბული ვითარებაა, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლევან ხაბეიშვილი და გიორგი კაპანაძე.