დღესასწაულები “ტენენდარაჩი“, ან “ხეცახი” ისეთ ოჯახებში აღინიშნება, სადაც ახალდაქორწინებულები არიან. ტაძრებში ახალდაქორწინებულების კურთხევის ცერემონია იმართება.

წმინდა გრიგორ თათეველის თანახმად, კოცონის დანთება ღვთის სიყვარულს გამოხატავს. ამიტომ სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში კოცონი აქამდე ენთო, სანამ თვითნ არ მინელდა. დღესასწაულზე  ახალგაზრდები სომხურ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავენ. წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს, დილით დიდი თოვლი მოვიდა. თუმცა, ვერც თოვლმა და ვერც პანდემიამ დღესასწაულ “ტერნენდარაჩზე” ვერ იმოქმედა.

დღესასწაულის ყველაზე სახალისო ნაწილი კოცონზე გადახტომაა: ახალდაქორწინებულები, სურვილების ჩაფიქრების შემდეგ, ხელჩაკიდუბულნი კოცონზე ხტებიან.

სომხური სამოციქულო ეკლესია ყოველ წელს, 14 თებერვალს, იესო ქრისტეს ტაძარში გადაყვანის მე-40 დღეს აღნიშნავს, ამიტომ დღესასწაულს “ტერნენდარაჩი“, ანუ “ღმერთთან მიდი” ჰქვია.

დღესასწაულის აღნიშვნა 13 თებერვლის საღამოს იწყება. სომხური სამოციქულო ეკლესიის კანონებით, დღესასწაულზე, საღამოს ლიტურგიის შემდეგ, წინასადღესასწაულო ცერემონია ტარდება, რაც დღესასწაული “ტერუნის”  დაწყებაზე მიგვანიშნებს. ჩვეულებრივ, დღესასწაულის დასრულების შემდეგ ცერემონია “ანდასტან” ტარდება, რომლის დროსაც მსოფლიოს 4 მხარეს აკურთხებენ.

trndez2

trndex3

trndez1

trndez3

trndez4

trndez5

trndez7

DSC_0129

trndez6