საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 890 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 380, პისიარტესტით – 8 510.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,54 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,23 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 264 158 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 256 024 გამოჯანმრთელდა, 3 321 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 083 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 290 პირი.

ამასთან, 10 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა.