8 თებერვალს, სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა სომხეთში საქართველოს ელჩ გიორგი საგანელიძეს უმასპინძლა.
როგორც ავინიანის ოფისის პრესსამსახურში შეგვატყობინეს, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების გამყარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მთავრობათშორისი კომისიის თავმჯდომარე ტიგრან ავინიანმა სომხურ-ქართული მეგობრული თანამშრომლობის სამომავლო გამყარებაზე ისაუბრა.
ელჩმა, საგანელიძემ, აღნიშნა, რომ ორმხირივ დღის განრიგზე ერთობლივი და ეფექტიანი მუშაობის შედეგად ამბიციური პროგრესის მიღწევა შეიძლება.
ვიცე-პრემიერმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა სომხურ-ქართული ურთიერთობების ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტად დაასახელა, აღნიშნა, რომ მისი ურთიერთასასარგებლო გაფართოებისათვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს. ამ კონტექსტში ხაზგასმული იყო 2019 წელს სომხურ-ქართული მთავრობათშორისი კომისიის მუშაობის აღდგენის მნიშვნელობა.
საუბრის დროს ტიგრან ავინიანმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანიდან სომეხი ტყვეების გადმოცემის საკითხზე, რაც სომხეთის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფან “სპარსეთის ყურე – შავი ზღვის” შესახებ და მის ფარგლებში ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის გაუმჯობესების კონტექსტში განხილული იყო ბავრისა და გოგავანის საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან საქართველოს ტერიტორიებამდე გზების რემონტის პროცესი.
ორმხირივი კონტაქტების გააქტიურებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, საუბარი შეეხო საიდენტიფიკაციო ბარათით საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას.
მხარეებმა განიხილეს “ჩრდილოეთი-სამხრეთის” ენერგეტიკული დერეფნის შექმნის პროგრამა, ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული სამუშაო, ასევე, დაგეგმილი ნაბიჯები.