სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის მუშაობა გამოიკვლია. 2020 წლის 25 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მუშაობაში აღმოჩენილ ხარვეზებზე საუბრობს და მათი გამოსწორების რეკომენდაციებს იძლევა.

სახელმწიფო აუდიტი ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობის შემდეგი სფეროების უზუსტობებს აღნიშნავს:

ინფრასტრუქტურული სამუშაოები:
პროექტები ხარვეზებით

სუსტი კონტროლის გამო, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულების თანახმად პროექტების განხორციელება ვერ უზრუნველყო. 38 ხელშეკრულების ფარგლებში გამოვლენილი იყო 7 982 600 ლარის განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარვეზებით, მოკლე დროის განმავლობაში ამ პროექტების მდგომარეობა გაუარესდა.

გამოუყენებელი პროექტები

სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის მუნიციპალიტეტმა 243 500 ლარი დახარჯა, დამსაქმებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დაასრულა, თუმცა ობიექტი არ ფუნქციონირებს. საბოლოოდ ბიუჯეტის სახსრები არაეფექტურად არის გამოყენებული.

ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვების პროცესში
მუნიციპალიტეტმა პროექტის დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვადაში შესყიდვების განხორციელება ვერ უზრუნველყო. საბოლოოდ იძულებული იყო გადაუდებელი აუცილებლობის გამო 502 600 ლარით გამარტივებული შესყიდვები განეხორციელებინა. «სოფლის მხარდაჭერის» პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა არ გამოაცხადა ტენდერი, რის გამოც ტენდერის პროცესში ეკონომიის შესაძლებლობა დაკარგა. ტენდერის კომისია კანონის დარღვევით ტენდერის მონაწილეს, რომელმაც დაბალი ფასი შესთავაზა, დისკვალიფიკაცია გაუკეთა და 9800 ლარი ტენდერის ეკონომია დაკარგა. შესყიდვების პროცესის მართვის ნაკლებობის გამო, მუნიციპალიტეტმა უსაფუძვლოდ გაზარდა სამუშაოს შესრულების ვადები, გათვალისწინებული სახსრების 16 100 ლარის ჯარიმა არ მიუღია.

არაუფლებამოსილი პირების ქონების ფლობა\ მიუღებელი საიჯარო გადასახადი

ქონების ფლობის პროცესი მუნიციპალიტეტში სისტემატური უზუსტობებით ხასიათდება: შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე ქონების ნაწილს არაუფლებამოსილი პირები იყენებენ და მუნიციპალიტეტს არ უხდიან. გამოვლენილია შემთხვევები, როცა ქონების შემოსავალს მუნიციპალიტეტის მაგივრად სხვადასხვა არაუფლებამოსილი პირები იღებენ.

უზუსტობები ინვენტარიზაციაში
2019 წელს მუნიციპალიტეტში ძირითადი საშულებების და მატერიალური ღირებულებების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, რაც საგრძნობად ზრდის აქტივების დაკარგვის, მათი დაზიანების და უკანონო გამოყენების რისკს.

ხარვეზები მოსახლეობის წყალმომარაგებაში

მოსახლეობის წყალმომარაგება ზოგიერთ შემთხვევაში ხორციელდება ხარვეზებით, დაწესებულ სტანდარტებს არ შეესაბამება, წყალი ხშირად, სასმელად უვარგისია, თუმცა მუნიციპალიტეტს მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო ზომები არ მიუღია. მუნიციპალიტეტს სამოქმედო გეგმა არ აქვს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშში რეკომენდაციებს უწერს ახალქალაქის მერიას და საკრებულოს გამოვლენილი უზუსტობების გამოსასწორებლად.

რეკომენდაციები:
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას

– კონტროლის სისტემაში შესაბამისი მექანიზმების და პროცედურების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ იმის შესრულების გარანტიას, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული, რომ სამუშაოები ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ჩატარდეს;

– რეგულარულად ჩატარდეს მონიტორინგი შესყიდვების სამუშაოების ჩატარების დროს, საქმეში უზუსტობების გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებაში დროულად ჩაირთოს საგარანტიო მექანიზმი დეფექტის აღმოფხვრის მიზნით. ხოლო მექანიკური დაზიანების/ ობიექტის ვანდალიზმის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს მიმართონ.

– კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარების დროს, წინასწარ განიხილონ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და პროექტის რეალიზაციის და დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობის დონე განსაზღვრონ.

– უზრუნველჰყონ დაწყებული პროექტების დასრულება. ასევე, პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებიც დაგეგმარებასა და პროექტის შესრულებაზე პასუხისმგებელნი არიან, შესაბამისი ღონისძიებები ჩაატარონ.

– კანონით დადგენილი რიგის მიხედვით ქონების, მოთხოვნების და პასუხისმგებლობის შესაბამისი ინვენტარიზაცია ჩაატარონ. რაც საშუალებას მისცემს აქტივების და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთი განსაზღვრონ და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შეადარონ.

– განსაზღვრონ პასუხისმგებელი პირები, რომლებიც განხორციელებაზე პასუხისმგებელნი იქნებიან და თვალყური ადევნონ, რომ ინვენტარიზაცია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამისი ხანგრძლივობით ჩატარდეს.

რეკომენდაციები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს

– შეიმუშაონ ქონების მართვის, განკარგვისა და კონტროლის მექანიზმები. ეს ხელს შეუწყობს იმ შემთხვევების დროულად გამოვლენას და აღმოფხვრას, როცა მფლობელები უკანონოდ იყენებენ ქონებას.

– მერიამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი სისტემა, რომელიც არენდით გაცემული ქონების საფასურის  დროულად ამოღებას უზრუნველყოფს.

– პასუხისმგებელმა პირებმა მოიჯარეების ვალი უნდა შეისწავლონ და თანხა იჯარის შესაბამისად გამოართვან.

– მერიამ უნდა გამოავლინოს ქონებაზე პასუხისმგებელი პირები და გააკონტროლოს ისინი,  მათ მიმართებით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა ჩაატაროს.

– დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც გონივრულ ვადებში უზრუნველყოფს წყალმომარაგების გაუმჯობესებას და მის ხარისხს, დაწესებული ნორმების შესაბამისად.

– მერიამ უნდა მოაწესრიგოს არსებული წყალმომარაგების სისტემები, განახორციელოს შესაბამისი ზომები, რათა ლიცენზირებულმა კომპანიამ უზრუნველყოს წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება.