ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხში ისევე, როგორც ჯავახეთის სხვა სოფლებში ხალხი უფულობის პრობლემის წინაშე დგას. სოფლის მოსახლეობის უმეტესობისთვის საზღვარგარეთ სეზონური სამუშაოები – შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ხოლო შარშან დათესილი კარტოფილს ვერ ყიდიან.

სოფელ ლომატურცხში დაახლოებით 60 ოჯახი ცხოვრობს. 2020 წელს შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობა იყო. მაშინ მათ ვერ მოახერხეს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა. სოფლის მოსახლეობა სამუშაოდ ძირითადად რუსეთში გადიოდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის მოსახლეობა უკმაყოფილოა, რომ მრავალრიცხოვანი საჩივრების მიუხედავად, მათი არცერთი პრობლემა არ არის მოგვარებული. სოფელში არ არის ნაგვის ურნები, არ არის საკმარისი სასმელი წყალი… სოფლის მოსახლეობის თქმით, რადგან სოფელში ნაგვის ურნები არ არის, მოსახლეობა ნაგავს სოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე ან პირდაპირ სოფელში ყრის, ამასთანავე ხელოვნურ ნაგავსაყრელებს ქმნიან.

მათი თქმით, სოფლის სხვადასხვა კუთხეში შეიძლება ნაგავსაყრელების მოწყობათავსება. თუმცა, ამ პრობლემებზე აქ ძირითადი პრობლემების სახით საუბრობენ. როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, მთავარ პრობლემად ითვლება ის, რომ მოსახლეობას არ შეუძლია სოფლის-მეურნეობის პროდუქციის რეალიზება.

«ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ კარტოფილის რეალიზება არ შეგვიძლია, კლიენტები არ არის»,- ამბობს სოფლის მცხოვრები, არტური.

3

სოფლის სხვა მცხოვრების, ზავენ ქამალიანის თქმით, დღეს ყველასთვის მნიშვნელოვან პრობლემად ითვლება ის, რომ ხალხს ფულის შოვნა არ შეუძლია.

«ასე ვეღარ ვიცხოვრებთ. ბევრისთვის საზღვარგარეთ მუშაობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ჩვენ, როგორ ვიცხოვროთ, თუკი სახელმწიფოს მხრიდან არავითარი დახმარება არ არის, ხოლო საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, დაკეტილი საზღვრების გამო, არ შეგვიძლია. საქართველომაც გახსნას საზღვრები»,- ამბობს ის.

1

სოფელ ლომატურცხში მერის წარმომადგენლის, ვარშამ აგაბაბიანის თქმით, რეალურად ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სოფლის მოსახლეობისთვის ის არის, რომ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე წასვლა ვერ მოახერხეს. მისი თქმით, სოფელში უმეტესობისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხს ვერ მოაგვარებს.

«რაც შეეხება ნაგვის ურნებს, სერვისცენტრში მითხრეს, რომ ამჟამად ურნები და ნაგვის მანქანები არ არის. როგორც კი იქნება შესაძლებლობა, ისინი ამ საკითხს მოაგვარებენ»,- ამბობს ის.

როგორც ამას წინათ JNEWS-ს ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა, არმენ ბიჩახჩიანმა აცნობა, სერვისცენტრს სახსრები ჯერ არ აქვს, მაგრამ, როგორც კი მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსება იქნება, სოფლებში ნაგვის ურნებს დადგამენ.

როგორც ვარშამ აგაბაბიანი ირწმუნება, წყლის პრობლემა თანდათან მოგვარდება.
“შარშან დაახლოებით 2 კმ სიგრძის წყალსადენი მილი გამოვცვალეთ, დანარჩენსაც გამოვცვლით, როგორც კი დაფინანსება იქნება”, – თქვა მან.

იმ პირობებში, როცა ოჯახის რჩენაც კი არ შეუძლიათ, სოფლის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან, აღარც წყლის და აღარც ნაგვის პრობლემის მოგვარებას აღარ ითხოვს.