ეპიდემიოლოგის თქმით, საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, აპრილამდე შენარჩუნდება. ამასთანავე ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში.
სპეციალისტმა განმარტა, რომ კომენდატის საათი ინფექციის ფართო განვითარების შესაძლებლობას ამცირებს.
“ჩვენ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ მეზობლები ერთმანეთთან სტუმრად დადიან, დადიან ისინი, ვინც ერთ ეზოში ცხოვრობს. ჩვეულებრივად, თუკი მეზობელთან დადიხარ, მეზობლებს შორის კლასტერი იქმნება. ანუ გავრცელება გეოგრაფიულად ერთ არეალში იქნება. თუკი შენ საღამოს 9 საათზე ქალაქის დასაწყისიდან ბოლოში მიემგზავრები, ნათესავთან, იქ ჯდები, ხოლო შემდეგ უკან ბრუნდები, ინფექცია უფრო დიდ გეოგრაფიულ არეალში ვრცელდება. რა უნდა ავხსნათ- ჩვენ ყველა ქართველები ვართ, ვიცით, როგორ ვცხოვრობთ, ვიცით ჩვენთან როგორ არის მიღებული”, – თქვა იმნაძემ.
მან საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა: ცოტა კიდევ მოვითმინოთ, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში იმ ცხოვრებით ვიცხოვროთ, რომელიც რეალობასთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული.
28 ნოემბრიდან საქართველოში, საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე ფეხით და ავტომანქანით გადაადგილება იკრძალება. აქამდე სამი კვირით ადრე გადაადგილებაზე შეზღუდვა 22 საათიდან იწყებოდა.
1-ლი თებერვლიდან საქართველოში რიგი შეზღუდვების მოიხსნა – ამუშავდა ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი, ზოგიერთ ქალაქში მოსწავლეებმა სწავლა კლასებში განაახლეს, ამუშავდა საზოგაფოებრივი ტრანსპორტი და ქუჩის კაფეები. ამასთანავე დიდ ქალაქებში, ჯერ კიდევ არ არის ნებადართული მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, ასევე კაფეების და რესტორნების მუშაობა.