1-ლი თებერვლიდან 1-ლ მარტამდე სომხეთში საპილოტე პროგრამა იმოქმედებს, რომელიც სომხეთიდან რუსეთში და უკანა მიმართულებით მიმავალ მგზავრს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგის (მოქმედების ვადა არაუგვიანეს 72 საათისა) შემთხვევაში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას მისცემს.
პროგრამა «იმოგზაურე COVID-19-ის გარეშე» საშუალებას იძლევა Covid-19-ის ტესტის შედეგი QR-კოდის სახით მობილურ პროგრამაში იქონიო.
მოქალაქეებმა მობილური პროგრამა iOS-ის ან Android-ის სისტემებში უნდა გადმოიწერონ.
PCR-ტესტირების ჩატარებაზე ჩართულ პროგრამულ ლაბორატორიაში მიხვიდე პასპორტით და Covid-19-ზე ტესტი გაიკეთო.
ტესტის შედეგი მაშინვე გამოჩნდება პროგრამაში, როცა ლაბორატორია პასუხს სისტემაში ატვირთავს. დადებითი პასუხის შემთხვევაში QR-კოდი წითლდება, უარყოფითის შემთხვევაში მწვანდება.
ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გამგზავრებამდე აუცილებელია გადამოწმება, რომ ინფორმაცია პროგრამაში ხელმისაწვდომია და გადაფრენის დრო ტესტზე სინჯის აღების მომენტიდან 72 საათს არ არის გადაცილებული.
საზღვრის გადაკვეთისას აუცილებელია მობილური პროგრამის QR-კოდის წარდგენა.
შეგიძლიათ პროგრამა ქვემოთ მიმაგრებული ბმულებით გადმოიწეროთ: Android და iOS