უკვე რამდენიმე დღეა, ქართული მედიასაშუალებები გვმაცნობენ, რომ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების აფთიაქებში სამედიცინო პირბადეები არ არის, ხოლო სადაც არის, ძვირად ყიდიან. ორი დღის წინ  ახალქალაქის ერთ-ერთ აფთიაქში სამედიცინო პირბადე 1 ლარად გაყიდეს. 26 თებერვლის მონაცემებით პირბადე ახალქალაქის მხოლოდ ერთ აფთიაქში არ იყო. ხოლო იქ, სადაც იყო, ფასის მომატება არ აღინიშნებოდა. თუმცა, 27 თებერვალს არცერთ აფთიაქში აღარ იყო პირბადე.


სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლების დიდი ნაწილი აღშფოთებულია. მათი თქმით, მიუღებელია პირბადე 1 ლარად იყიდებოდეს. Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა შემდეგი ჩანაწერი გამოაქვეყნა:

“როგორ შეგეძლოთ პირბადის ფასის 5-ჯერ მომატება? სირცხვილი არ არის?! ორი კვირის წინ პირბადის ერთი შეკვრა (50 ცალი) 8-10 ლარი ღირდა, დღეს ეს შეკვრა 45-50 ლარი ღირს. გაჭირვებული ხალხის ხარჯზე ცხოვრებით ვეღარ გაძეხით?”

26 თებერვალს, აღმოვაჩინეთ, რომ ახალქალაქის ყველა აფთიაქში, ფასის ზრდა არ აღინიშნებოდა, ხოლო 27 თებერვალს, აფთიაქებში სამედიცინო პირბადეები აღარ იყო.

ქალაქის აფთიაქებში გავლისას PSP Pharmacy, Aversi, Pharmacy, 36/6 Apotheka და ორ სხვა აფთიაქში, Jnews-მა შეამჩნია, რომ ფასები გაძვირებული არ იყო. ერთი სამედიცინო პირბადე PSP-ში 15 თეთრი ღირდა, Aversi-ში 18 თეთრი, Pharmacy-ში ერთი სამედიცინო პირბადე 15 თეთრი ღირდა, 36/6 Apotheka-ში — 25 თეთრი, ერთ აფთიაქში 15 თეთრი ღირდა, ხოლო დანარჩენებში იყო სხვადასხვა ფასი, 20 თეთრიდან 1 ლარამდე. ამჟამად აფთიაქებში სამედიცინო პირბადეები არ არის.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქალაქის 6 აფთიაქში სამედიცინო პირბადეები არ არის, ანალოგიურად, ქუჩაში მოსიარულე ხალხი უნდა ყოფილიყო პირბადეებში, მაგრამ ჩვენი ქალაქის ქუჩებში, პირბადიანი ადამიანები ვერ შევამჩნიეთ.

სამედიცინო პირბადის გამოყენების შემთხვევაში, შემდეგი რჩევების გათვალისწინება იქნება აუცილებელი:

• პირბადე უნდა გაიკეთოს მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომლებიც ვირუსის მატარებლები არიან, რათა სხვებს არ გადასდონ.
• პირბადის ორივე მხრიდან გაკეთება არ შეიძლება.
• პირბადის ხელში ჭერა არ შეიძლება, რადგან ვირუსი გადადის ხელებიდან, ამასთანავე იზრდება ვირუსის გავრცელების ალბათობა.