მხედართმთავარი წმინდა სარგისის, ყველა შეყვარებულის მფარველის, დღესასწაულზე, რომელიც წელს 30 იანვარს აღინიშნება, სოფელ დილისკაში სურბ სარგისის ეკლესიაში ლოცვა არ შედგება, რადგან ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.
საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებულ კომენდანტის საათთან დაკავშირებით ახალქალაქში სურბ სარგისის ეკლესიაში, 29 იანვარს, 17:00 საათზე, საღამოს მსახურება ჩატარდება. მსახურების დასრულების შემდეგ საპატიო მღვდელი, ტერ ნარეკ ტიგრანიანი ახალგაზრდებს აკურთხებს, რის შემდეგაც, მარილიანი ტორტილები დარიგდება.
წმინდა სარგისის დღესასწაული დილისკაში
ჯავახეთში მიღებული ტრადიციის თანახმად, სურბ სარგისის დღესასწაულზე ყველა სოფლიდან და დასახლებიდან ახალგაზრდები და მორწმუნეები სოფელ დილისკაში სურბ სარგისის სახელობის ეკლესიაში ღამის მსვლელობას აწყობენ. თუმცა, წლეულს კომენდანტის საათის გამო საეკლესიო მსახურება 18:30 საათზე დაიწყება, რადგან ტაძარი 20:30 საათისთვის იკეტება.
დღეს სურბ სარგის ზორავარის დღესასწაულია
ხოლო 30 იანვარს 10:30 საათზე დილისკის სულიერი მოძღვარი და მიმდებარე სოფლების მღვდელი, ტერ ტიგრან მხითარიანი უკვდავ და საღვთო ლიტურგიას ჩაატარებენ სურბ სარგისის ეკლესიაში.