საქართველოში კორონავირუსის 1006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, –  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან 1050 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით  25 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში,  17 349 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 5 857, პისიარ-ტესტი – 11 492 .

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 254 822 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 244 446 გამოჯანმრთელდა, 3 096 კი გარდაიცვალა.

საკარანტინე სივრცეებში 490 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3069 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 353-ს შეადგენს.

ამასთან, 26 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1311 პირი.