ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წლევანდელი ბიუჯეტი შემცირდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარებაზე არცერთი ლარი არ იხარჯება, განყოფილების მთელი ბიუჯეტის 32% რაგბის კლუბის შენატანზე იხარჯება. წლეულს პირველად, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხატვრულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯი.
2020 წელს, ახალქალაქში პანდემიის გამო, არ ჩატარებულა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, თუმცა ამისთვის 188 200 ლარი იყო გამოყოფილი. წლეულს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხა 16 200 ლარით შემცირდა და 172 000 ლარი შეადგინა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 11 სპორტული ღონისძიების დაფინანსებაა დაგეგმილი. აღნიშნული სპორტული შეჯიბრის ჩასატარებლად შარშან სახსრები არ იყო, არც წლეულს, თუმცა 3000 ლარი გამოიყო მედლების, დიპლომების, თასების შესაძენად.
სკოლის სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის, გარემოებების გათვალისწინებით, 2020 წელს 10 000 ლარი იყო გამოყოფილი, თანხა წლეულს 8000 ლარამდე შემცირდა.
მუნიციპალური ბიუჯეტი საკმაო მოცულობის თანხას რაგბის კლუბის დასაფინანსებლად გამოყოფს — 55 000 ლარი. თანხა უცვლელია, როგორც შარშან, ასევე წლეულს, თუმცა რა მიზნით – საკითხი ჯერჯერობით ღიაა.
საბავშვო ბანაკის – “ტავშანკას” ორგანიზებისთვის შარშან დაფინანსება არ გამოყოფილა, წლეულს კი, 40 000 ლარია გამოყოფილი.
თუკი შარშან, სპორტული ინვენტარის შესაძენად 32 200 ლარი იყო გამოყოფილი, წლეულს ამ მიზნისთვის თანხა არ არის გამოყოფილი.
კულტურულ ღონისძიებებზე წლეულს 66 000 ლარი გამოიყო, რაც 22 000 ლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. შარშან, ჯივანის გაუქმებული დღესასწაულისთვის გამოყოფილი იყო 6000 ლარი, იგივეა წელსაც. სოფელ ვარევანსა და სულდაში ღონისძიებებისთვის 500-500 ლარი გამოიყო, როგორც შარშან, ასევე წლეულს.
2400 ლარით შემცირდა თანხა, რომელიც ქალაქ ახალქალაქის დღის აღსანიშნავად გამოყვეს, შარშან ის არ აღინიშნა, თუმცა ამ მიზნისთვის გამოყოფილი იყო 22 400 ლარი. პუნქტზე სახელწოდებით – “მხატვრული თვითშემოქმედების მონაწილეობით ფესტივალების, სანახაობების ჩატარების დანახარჯი”, 7 000 ლარია გამოყოფილი, ისევე, როგორც შარშან.
კონკურს “ეტალონში” მონაწილეობისთვის მუნიციპალიტეტი 3000 ლარს იხდის ისევე, როგორც შარშან. 2020 წელს ბუკლეტების დასაბეჭდად და ინფორმაციისთვის გამოყოფილი იყო 3000 ლარი, წელს ამ მიზნისთვის სახსრები არ არის გამოყოფილი. სახსრები, ასევე არ არის გამოყოფილი საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად, რისთვისაც შარშან 18 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა საბოლოოდ 4000 ლარი დაიხარჯა, დაამონტაჟეს ძველი ნაძვის ხე და მორთულობები.
“შარშან არ ჩატარებულა არცერთი ღონისძიება, ეკონომია გაკეთდა. წლეულს ბიუჯეტი შედგენილია იმის, მიხედვით, რომ, თუკი ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა იქნება, მათ შორის, “ტავშანკის” ბანაკის, ჩავატარებთ, თუ არა, იქნება ისევე, როგორც წინა წელს. რაც შეეხება იმას, რატომ არ არის გამოყოფილი თანხა საახალწლო ღონისძიებებისთვის, ასე ვაკეთებთ ყოველ წელს. წლის ბოლოს ვითხოვთ ამა თუ იმ თანხას”, – ამბობს განყოფილების უფროსი ვალერი სტელმაშოვი.
წლეულს ბიუჯეტიდან 4000 ლარი გამოიყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხატვრულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე – ეს პირველი შემთხვევაა, როცა ახალქალაქში შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თანხა გამოყვეს, თუ არ ჩავთვლით პანდუსებს, რომლებიც გადაადგილებისთვის სავსებით გამოუსადეგარია.
ამგვარად, სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ბიუჯეტი შემცირდა ბანერის ხარჯზე, რისთვისაც შარშან გამოყოფილი იყო 2600 ლარი, – საინფორმაციო ბუკლეტების, სპორტული ინვენტარის, აუღნიშნავი ახალი წლისა და დღის ქალაქის ხარჯი.
რა სიტუაცია იქნება 2021 წელს ვირუსთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია, ალბათ, კორონავირუსის გამო, ისედაც მცირე რაოდენობის კულტურულ-სპორტული ღონისძიებები არ გაუქმდება ისევე, როგორც შარშან.