დღეს, 25 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4434 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, 323 ახალქალაქში და 144 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
4– ახალციხეში
0 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
6 – ბორჯომში
1 – ნინოწმინდაზე
1 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 263 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 106
ახალქალაქი – 4
ბორჯომი – 94
ნინოწმინდა – 3
ასპინძა – 34
ადიგენი – 22
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში დაკოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 75 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 048 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 5 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 1 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.