დღეს, 24 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4422 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, 323 ახალქალაქში და 143 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
5 – ახალციხეში
4 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
0 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
5 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 219 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 108
ახალქალაქი – 4
ბორჯომი – 99
ნინოწმინდა – 0
ასპინძა – 37
ადიგენი – 24
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში არავინ იმყოფება, კოვიდ სასტუმროებში 1 პაციენტია, ხოლო კოვიდ კლინიკაში 71 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 020 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 219 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 3 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.