მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა.
ვებგვერდ worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით 2 130 000 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 71.3 მილიონს გადააჭარბა.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 25.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.