მიუხედავად იმისა, რომ წელს თოვლი ცოტა იყო, საქართველოს ერთ-ერთი ზამთრის სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, ხალხმარვალობით მაინც გამოირჩევა.

bakurian7

ბაკურიანის სათხილამურო კურორტი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ნაწილშია განლაგებული და ზღვის დონიდან 1700მ სიმაღლეზე მდებარეობს. იქ მისვლა შესაძლებელია საავტომობილო და სარკინიგზო გზით, რომელსაც “კუკუშკას” უწოდებენ.

bakurian5

1970-1980 წლებში ბაკურიანი იყო ოლიპმიური სათხილამურო გუნდის მომზადების ბაზა, აქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ცნობილი მოთხილამურეები ვარჯიშობდნენ. ახლა ის ადგილები მიტოვებულია.

bakurian6

ბაკუარიანი პატარა დასახლებაა, თუმცა ბოლო ათი წლის განმავლობაში იქ გაჩნდა ბევრი თანამედროვე სასტუმრო და კოტეჯი.

bakurian4

ბაკურიანში დასასვენებლად სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოდიან, თუმცაღა ჩვენი დაკვირვებით, ამ დღეებში ტურისტების უმრავლესობა რუსეთიდან არის.

bakurian1

bakuri

სათხილამურო სეზონი ნოემრიდან მარტამდე გრძელდება.

bakurian8

baku

ზამთარი ცივია, მაგრამ მკაცრი არ არის, წელს თოვლი ჩვეულებრივზე ნაკლები იყო. წიწვოვანი ხეების წყალობით აქ არის სუფთა და გამოსაჯანმრთელებელი ჰაერი.

bakur

ამინდი მზიანია, ქარის გარეშე. ამიტომ აქ ხშირად შეიძლება ნახოთ მოთხილემურეები სპორტულ ტოპებში.

bakurian2

ქუჩებში იყიდება სხვადასხვა ჯემი და კომპოტი, რომელიც ბაკურიანის ტყეში დაკრეფილი მოსავალით არის დამზადებული. ასევე გამოტანილია ხის ნაწარმი, მატყლის ტანსაცმელი-წინდები, ადგლობრივი ოსტატების ნაქსოვი მაისურები, ასევე სპორტული ატრიბუტები: ციგები, თხილამურები, ციგურები.

bakurian3

ეს ნივთები შეგიძლია იყიდო ან იქირავო.

бак

bakurian4