საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა ზვავის საშიშროების გამო დაკეტილია. ინტენსიური თოვის გამო დასუფთავების სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იმედს გამოთქვამენ, რომ სტეფანწმინდა-ლარსი ხვალ გაიხსნება.
რაც შეეხება ფარავნის უღელტეხილს და კარწახის (თურქეთისკენ მიმავალი) გზას, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისათვის მოძრაობა ამ გზებზე თავისუფალია.