გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-6 ბალიანი შტორმი.
„25 თებერვალს საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ნისლი და ძლიერი ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.