სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ისგან 10 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 163 128 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 2 951 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 151 000-ს აჭარბებს.