საქართველოში 2020 წლის პირველი ნოემბრიდან კორონავირუსთან დაკავშირებული ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში. პროექტში ჯერჯერობით არავითარი ცვლილება არ შესულა.
როგორც ხელისუფლების ცხელ ხაზზე კვლავ დაადასტურეს, სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამაში ცვლილებები არ შესულა.
«ამჟამად, თუკი მომხმარებელი 200 კილოვატ ელექტროენერგიას და 200 კუბამეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს ხელისუფლება ოთხი თვის თანხას დაფარავს, თებერვლის ჩათვლით. თუკი ელექტროენერგიის ღირებულება გაიზრდება, 300 კილოვატი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში მომხმარებელი ძველი ფასით გადაიხდის. მაგრამ, მხოლოდ თებერვლის შემდეგ,» – განუცხადეს JNEWS-ს საქართველოს ხელისუფლების ცხელი ხაზზე.
პროექტის თანახმად, ხელისუფლება ფარავს კომუნალურ დანახარჯს, რომელიც 200 კილოვატ ელექტროენერგიას და 200 კუბამეტრ ბუნებრივ აირს არ აღემატება.
2021 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტროენერგიის ფასი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 3,5 თეთრით გაიზარდა. თუმცა, ხელისუფლების გადაწყვერტილებით, 3,5 თეთრით გაზრდილ ფასს ბიუჯეტი დაასუბსიდირებს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც 2021 წელს 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ანუ 2021 წელს მოსახლეობა, რომლებიც 300 კილოვატამდე მოიხმარს, იგივე ღირებულებით გადაიხდიან, რასაც მანამდე იხდიდნენ.
როგორც JNEWS-ს კომპანია Energo-Pro Georgia-ში განუცხადეს, ფასების ზრდა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდება, მათ შორის, ახალქალაქშიც.
იანვრამდე საყოფაცხოვრებო მოხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ღირებულება იყო შემდეგი:
– 14,23 თეთრი 1-101 კილოვატის შემთხვევაში,
– 18,21 თეთრი 101-301 კილოვატის შემთხვევაში,
– 22,73 თეთრი– 301 კილოვატზე მეტის,
დღევანდელი მონაცემების თანახმად:
– 17,73 თეთრი 1-101 კილოვატის შემთხვევაში,
– 21,70 თეთრი 101-301 კილოვატის შემთხვევაში,
– 26,22 თეთრი– 301 კილოვატზე მეტის.
300 კილოვატამდე მოხმარების შემთხვევაში მოსახლეობა ძველი ტარიფით გადაიხდის, ხოლო 301-ზე მეტის შემთხვევაში – ახალი. მაგრამ თებერვლის შემდეგ, რადგან თებერვლამდე ფასების ზრდას ხელისუფლება დაფარავს, – ამის შესახებ კომპანია Energo-Pro Georgia-ს ცხელი ხაზიდან გვაცნობეს.
აღსანიშნავია, რომ 200 კუბამეტრამდე ბუნებრივი აირის და 200 კილოვატამდე ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის დანახარჯების კომპენსაციის პროგრამას არაფერი აქვს საერთო ანტიკრიზისული