კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 162,288-მდე გაიზარდა, – იტყობინება ორშაბათს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 10 იანვრის მონაცემებით, ასეთი შემთხვევა 162,131 იყო, ამრიგად, დღეში 157 ახალი ინფექციის შემთხვევა გამოვლინდა. 2,931 ადამიანი გარდაიცვალა სომხეთში კორონავირუსის გართულებებით (პლუს 2 გასული დღის განმავლობაში).
კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალნენ, არის 700 (არც ერთი შემთხვევა ბოლო ერთი დღის განმავლობაში).
ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 149 873 ადამიანია, 8,782 ადამიანი მკურნალობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 609 930.