ფონდ “ჯავახკის” წარმომადგენლები მთიან ყარაბაღში მებრძოლ და დაჭრილ, ქალაქ ნინოწმინდაში მცხოვრებ, 34 წლის გევორგ ესოიანს ესტუმრნენ. გევორგს დახმარება ჯავახეთის ეთიკურად სომეხმა მოსახლეობამ გაუგზავნა, რომლებიც ამჟამად სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობენ.
ფონდი სომხეთშიც მოქმედებს, სადაც მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილებს და ჯავახეთიდან წასულ, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ეხმარებიან.