ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სპეციალური მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge იუწყება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 382 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
საერთო ჯამში, შარშან, თებერვლის შემდეგ საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 232 079 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 222 787 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 2 646 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14,511 ტესტი, მათ შორის 9,300 სწრაფი ანტიგენის ტესტი და 5211 PCR ტესტი.
საკარანტინო რეჟიმში 377 ადამიანი იმყოფება, 4012 ადამიანი – საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ, 763 ადამიანი კი კოვიდსასტუმროებში.
4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 963 პაციენტი გამოჯანმრთელდა.