დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ამირან გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, ის თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ დღეს COVID-19– ის 12,735 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. აქედან 1001 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 346 ფილტვების ხელოვნურ სავენტილაციო სისტემაზეა მიერთებული.