24 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ, პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობის ძველ შემადგენლობასა და მის ასევე ძველ მეთაურს, გიორგი გახარიას, 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ, ნდობა გამოუცხადა.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთია ახალი კანდიდატი – გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრად დანიშნეს.
მთავრობის სრული შემადგენლობა ასეთია:
მიხეილ ჩხენკელი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;
ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
ნათელა თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი;
გოჩა ლორთქიფანიძე – იუსტიციის მინისტრი;
ეკატერინე ტიკარაძე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი;
ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი;
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
თეა ახვლედიანი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
მინისტრობის კანდიდატებს 21-22 დეკემბერს კომიტეტების ფარგლებში მოუსმინეს. პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია კი – დეპუტატების წინაშე, 23 დეკემბერს, ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე წარსდგა. გახარიას დღეს რიგგარეშე სესიაზეც მოუსმინეს.