COVID-19-ის ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკაზე, ლარზე, პასუხისმგებელი ორგანოების მიერ კეთდება თუ არა ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად, ასევე სხვა მრავალის შესახებ JNEWS-ს პროფესორი, ეკონომისტი ვლადიმერ პაპავა ესაუბრა.
როგორ შეაფასებთ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით რამდენად კარგია?
– პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ამჟამად მთელ საქართველოში და მთელ მსოფლიოში არის, ატიპიური კრიზისია. მისი ფორმირება მოხდა არა ეკონომიკაში. ამჟამად მედიცინას არ შეუძლია კორონავირუსის დამარცხება და ქვეყნის ეპიდემიიდან გამოყვანა, ხოლო ეს საკითხი არანაირად არ არის დაკავშირებული ეკონომისტებზე და იმ ღონისძიებებზე, რომელთა შეთავაზებაც შეუძლიათ ეკონომისტებს ხელისუფლებისთვის. ანტიკრიზისული პროგრამის ერთადერთი მიზანი – ეს არის ერთი მხრივ, მოსახლეობის დახმარება, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ფენისათვის, რომლებსაც სოციალური დახმარების საჭიროება აქვთ და ბიზნესის მხარდაჭერა, რათა, როდესაც პანდემია დასრულდება და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა დაიწყება, ბიზნესმა შეძლოს ასე თუ ისე ნორმალურ პირობებში მოქმედება. ამიტომ პანდემიის კრიზის პირობებში ყველა ქვეყანა, მათი ანტიკრიზისული გეგმები, მიმართულია მოსახლეობის სოციალურ დახმარებისა და ბიზნესის მხარდაჭერისკენ.
და მაინც, საქართველოში გაკეთდა თუ არა ყველაფერი, რაც ამ პირობებში შესაძლებელია?
– ეს ძალიან რთული შეკითხვაა. ეს კრიზისი ატიპიურია, ხელისუფლებას ატიპიური კრიზისის გამოცდილება არ აქვს, მსგავსი გამოცდილება მსოფლიოში არ არის. არ არის ზუსტი კრიტერიუმები, მაშინ იქნებოდა შესაძლებელი იმის თქმა, ხელისუფლების ესა თუ ის ღონისძიება სწორია თუ არა. ამ ყველაფრის შეფასება შესაძლებელი იქნება ამ კრიზისის დასრულების შემდეგ. ამას ახლა მხოლოდ საქართველოზე არ ვამბობ, არამედ ყველა ქვეყანაზე, რადგან ყველა ქვეყანა დგას ერთი და იგივე პრობლემის წინაშე – პრობლემის, რომელიც დაკავშირებულია გაურკვევლობასთან. ამასთანავე, ჩვენ არ ვიცით მედიცინა როდის დაამარცხებს კორონავირუსს. ჩვენ არ ვიცით მედიცინა, როდის შეიმუშავებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პრეპარატს, როდის იქნება მოსახლეობის უმეტესობისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი და, რამდენად ეფექტიანი იქნება ვაქცინაცია. ამიტომ პროგნოზი, არც ისე ზუსტია. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ დიდი ბრიტანეთის, საქართველოს, ან იტალიის ხელისუფლება სწორად მოქმედებს თუ არა, შეუძლებელია. ყველა ცდის და შეცდომის მეთოდით მუშაობს და ეს ხდება მთელ მსოფლიოში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიის გარდა არის ჩვეულებრივი ცხოვრება, მათ შორის პოლიტიკური ცხოვრება, სოციალური, საერთაშორისო ურთიერთობები. ესეც ტოვებს თავის კვალს. მაგალითად, საქართველოში იყო არჩევნები, ამან რა თქმა უნდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაამძიმა, რადგან იყო წინასაარჩევნო კამპანია, ხალხი ხვდებოდა ერთმანეთს, შემდეგ იყო მიტინგები, საპროტესტო აქციები, რა თქმა უნდა ეს უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ ცხოვრების შეჩერება პრინციპში შეუძლებელია, და არც ღირს.
რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა საპარლამენტო არჩევნების გადადება?
არჩევნების გადადება არანაირად არ შეეძლოთ. არჩევნებს თუ გადაიტანდნენ, მათ დაადანაშაულებდნენ იმაში, რომ კორონავირუსი მთავრობის მხარდასაჭერად გამოიყენეს, ამიტომ, როგორც არ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება, წამგებიანი სიტუაცია იქნებოდა.
ლარის გაუფასურება, პრინციპში კრიზისის პირობებში ამის ვარაუდი შეგვეძლო, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება თუნდაც შემსუბუქება?
ლარის გაუფასურების შეჩერება, პრინციპში, შეუძლებელი იყო, რადგან, სამწუხაროდ, ქვეყანა ექსპორტზე და იმპორტზეა დამოკიდებული. მეორე მხრივ, ეროვნული ბანკი მეტად წინდახედული უნდა ყოფილიყო, უფრო მიზანდასახული. უფრო აქტიური, ბიზნესთან, ხალხთან უფრო ხშირი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა, რათა სიტუაცია უკეთესად ეკონტროლებინა. ლარის გაუფასურების თავიდან აცილება, პრინციპში, შესაძლებელი იყო, თუნდაც ამის მცირე ნახტომებით გაკეთება შეიძლებოდა, რაც უკეთესი იქნებოდა მოსახლეობისთვისაც და ბიზნესისთვისაც.
რამდენი ხანი დაგვჭირდება COVID-19-ის ეპიდემიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისთვის?
აქაც არ არის ცალსახა პასუხი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის დასრულდება ეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზს აკეთებს, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 4%, რაც არც ისე მარტივია, მე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგია. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ასე იქნება, რადგან არ ვიცი, როდის დასრულდება. ახლა ეკონომიკა მედიცინის მძევალია, სანამ მედიცინა არ გაიმარჯვებს, კრიზისი არ დასრულდება.
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება?
გაგრძელდება თუ არა ლარის გაუფასურება? დიდი ალბათობით იქნება. იქნება თუ არა ეს დიდი ნახტომებით, დამოკიდებულია ეროვნულ ბანკზე, ეს ობიექტური პროცესია, რადგან ჯერჯერობით ეკონომიკური აღდგენა არ არის. ეს აღდგენა იქამდე არ იქნება, სანამ მედიცინა კორონავირუსს არ დაამარცხებს.