სოფელ კულიკამის მოხუცებული მცხოვრები, ასაკის მიუხედავად, დოლზე (დასარტყმელი მუსიკალური ინსტრუმენტი) დაკვრას განაგრძობს.

95 წლის ესაკ (ესაი) მკოიანი სოფელში ცნობილი მედოლეა. იყო დრო, როდესაც არც ერთი ღონისძიება, მწუხარებით დაწყებული, დღესასწაულით დამთავრებული, მისი დოლის გარეშე არ ჩაივლიდა. დღეს მას გადაადგილება უჭირს, მაგრამ თითები მაინც ისწრაფვიან საყვარელი ინსტრუმენტსკენ.

«ბავშვობიდან, 8 წლის ასაკიდან ვუკრავ დოლზე. მამაჩემი მუსიკოსი იყო. ქორწილებში, ან სხვადასხვა ღონისძიებაზე დადიოდა, მეც მუდამ თან დავყავდი, ერთად ვმღეროდით და ვუკრავდით. მართალია, ახლა უკვე დავბერდი, მაგრამ, როდესაც დოლს ხელში ავიღებ, აუცილებლად ვცდილობ დაკვრას», – ამბობს ბაბუა ესაკი.

2

ის 1925 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ კულიკამში, ხელოსნის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება კულიკამის საშუალო სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ახალქალაქის ათწლიან სკოლაში განაგრძო.

ასაკის გამო, 95 წლის მედოლეს დღეს უკვე მეხსიერებაც ღალატობს. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო მოვლენა იყო, მაგრამ წარსულიდან ბევრი ეპიზოდის სრულად გახსენება არ შეუძლია.

სამი დის ერთადერთი ძმა იხსენებს, რომ ბავშვობიდან ეხმარებოდა მშობლებს, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე სახლის საქმეებში, ამასთან ერთად მან ორი სკოლის დამთავრება მოასწრო.

განსაკუთრებული შთაგონებით იხსენებს ახალგაზრდობის წლების სახალისო ისტორიებს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, როგორ იკრიბებოდნენ მთელი სოფლის ახალგაზრდები და გათენებამდე მღეროდნენ და ცეკვავდნენ.

 

ესაკ მკოიანის მამაც მუსიკით იყო დაკავებული, შვილიც მამის კვალს გაჰყვა. დოლი მისი სტიქია იყო, რომელიც ერთდროულად იყო არსებობის საშუალება და სულის ძახილი. დღეს ბაბუა ესაკის მუსიკალურ გზას მისი შვილთაშვილი განაგრძობს, რომელმაც რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის მხარეში სიმღერის კონკურსზე პირველი დამსახურებული ადგილი დაიკავა.

95 წლის მედოლე სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი შვილთაშვილი განაგრძობს მის საქმეს.

 

3