დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 702 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი აცხადებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კიდევ 23 ადამიანი გახდა COVID-19- ის მსხვერპლი. საერთო ჯამში, სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის 156 142 შემთხვევა, გარდაიცვალა 2 714 ადამიანი. გამოჯანმრთელდა – 136 766 პაციენტი.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 2021 წლის 11 იანვრამდე გამოცხადდა.