საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 2,737 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 43 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსული ინფექციით 216 843 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 194 705 გამოჯანმრთელდა და 2276 გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 13,699 ტესტი, მათ შორის 7 146 ანტიგენის სწრაფი ტესტით, 6,553 PCR ტესტი.

ამ დროისთვის 405 ადამიანი იმყოფება კარანტინში, 6 149 საავადმყოფოშია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო 1,588 კოვიდსასტუმროებში.

23 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3,560 ადამიანი გამოჯანმრთელდა.