საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 51 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსული ინფექციით 214 871 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 191.968 გამოჯანმრთელდა და 2.233 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის 470 მოქალაქე იმყოფება კარანტინში, 6 358 – საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ, 1671 კი – კოვიდსასტუმროში.
22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3.064 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3 740 ადამიანი გამოჯანმრთელდა.