ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ყოველ დღე ტარდება PСR ტესტები და ანტი-გენის ტესტები, რომელიც გარკვეული დაწესებულებების თანამშრომლებს უტარდება. ეპიდემიის დაწყებიდან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა 2578 PСR ტესტი და 393 ანტი-გენის ტესტი გააკეთა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მუნიციპალიტეტის სოფლების პოლიციელებს, მეხანძრეებს, პედაგოგებს, დარაჯებს და სამედიცინო პერსონალს PСR ტესტებს და ანტი-გენის ტესტებს უფასოდ უტარებს. ტესტირება კეთდება სახელმწიფო პროგრამით. ხალხის ამ კატეგორიას ყოველ 12 დღეში ერთხელ შეუძლია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ტესტი ჩაიტაროს.
“ჩვენთან ყოველ დღე მოდის ხალხი, მაგალითად, გუშინ 104 ადამიანმა ჩააბარა PСR ტესტი, 79 ადამიანმა ანტი-გენზე ჩაიტარა კვლევა. ტემპერატურის გარეშე ხალხის მხოლოდ რამდენიმე კატეგორიას ვღებულობთ. ტემპერატურის მქონე ადამიანებმა ტესტები საავადმყოფოში უნდა ჩაიტარონ”,- ამბობს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ავეტიკ ტონაკანიანი.
ხალხს დღის პირველ ნახევარში ღებულობენ, ტესტის პასუხების გაგება ორი დღის შემდეგ არის შესაძლებელი, ხოლო ანტიგენის ტესტის შედეგები 20-30 წუთის შემდეგაა მზად.
ეპიდემიის დაწყებიდან ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა 2578 PCR ტესტი და 393 ანტიგენის ტესტი ჩაატარა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, მუნიციპალიტეტში სიტუაცია გაუმჯობესდა.
“მუნიციპალიტეტში დაავადების გავრცელება თანდათან მცირდება. დეკემბრის დასაწყისში მეტი დაავადებული იყო. ახლა უკვე ხალხი მეტად ფრთხილობს, თავს იცავს”,- კომენტარს აკეთებს ავეტიკ ტონაკანიანი.
აღვნიშნავთ, რომ 65 წლის ზემოდ მოქალაქეებს, პედაგოგებს, შაქრის დიაბეტის მქონე პირებს და დიალიზის პაციენტებს ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში სურდოს საწინააღმდეგო ვაქცინაციის შეუძლიათ უფასოდ გაიკეთონ.