დღეს, 21 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებისდან დღემდე, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3696 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 293 ახალქალაქში და 134 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე – ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS– ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა აღმოაჩინეს სამცხე – ჯავახეთში.
მუნიციპალიტეტების მიერ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
8 – ახალციხეში;
2 – ადიგენში;
3 – ახალქალაქში;
2 – ბორჯომში;
1 – ნინოწმინდაში;
1 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 877 ადამიანი იზოლირებულია:
ახალციხე – 273;
ახალქალაქი – 114;
ბორჯომი – 243;
ნინოწმინდა – 8;
ასპინძა – 95;
ადიგენი – 144.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, 76 პაციენტი გამოჯანმრთელდა სამცხე-ჯავახეთში. რეგიონში სულ 2001 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 37 ადამიანი გარდაიცვალა.
გამოვლენილია 58 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. 111 ტესტის პასუხის მოლოდინშია.