სოფელ ვარევანის კულტურის სახლი რემონტის შემდეგ არ ფუნქციონირებს და დღითიდღე ინგრევა. ხოლო ახალგაზრდობა, რომელსაც დროის გასატარებლად სხვა ადგილი არ აქვთ, იძულებულია სოფლის ცენტრში ნახევრად დანგრეულ შენობაში შეიკრიბოს.

JNEWS-ის გადამღები ჯგუფი სოფლის ცენტრში მდებარე, ნახევრად დანგრეულ შენობაში ახალგაზრდებს წააწყდა, რომლებიც კარტს თამაშობდნენ.

skambil

აღნიშნული ნაგებობა საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩა.

varevan vararan

varevani akumb

varevann

შეკრებილი ახალგაზრდობა “სკამბილის” თამაშს ერთმანეთს არ აცდიდა. ეს კარტის თამაშის სახეობაა, რომელსაც 6 ადამიანი თამაშობს, ძირითადი მოთამაშე კარტებია “ტუზი” და “ექვსიანი”.

თამაშის ბოლოს “ქორწილი” იმართება. “ექვსიანი” “პატარძალია”. მოგებული წყვილის წარმომადგენელი გახარებული ზეიმობს “ქორწილს”, მოწინააღმდეგეებს ეუბნება, რომ მათ “არ იციან ვისთან აქვთ საქმე, ის საკუთარი საქმის ოსტატია”.

skambil xumb

რადგან სოფელში არაფერია გასაკავებელი, ახალგაზრდობა იძულებულია დღე მსგავსი თამაშებით “შეივსოს”.

ორი წლის წინ სოფელ ვარევანის მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სოფლის კულტურის სახლის გარემონტების თხოვნით მიმართა.

შენობის სარემონტო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, რაზეც გამოიყო 61 408 ლარი. თუმცა, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში შესვლამდე, შენობამ ნგრევა დაიწყო. გარემონტებულ კულტურის სახლში არავინ მუშაობს. რემონტიდან რამდენიმე თვის შემდეგ შენობის ჭერი ჩამოინგრა, ახლა კი შენობის კედლები დანესტიანდა და შენობა ინგრევა.

varevan klub

სოფელ ვარევანში კულტურის სახლის შენობის სარემონტო სამუშაოების ტენდერი შპს “იაკობმა” მოიგო. ჯერ კიდევ 2019 წელს, ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით JNEWS-მა შპს”იაკობის” დირექტორს ზურაბ ხოზრევანიძეს მიმართა, რაზეც მან უპასუხა, რომ “ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოასწორებს კომპანია სამშენებლო ხარვეზებს”.

klub varevan

სოფლის უფლებამოსილი პირის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის ორგანოებს თხოვნით შენობისათვის ყურადღების მიქცევის, რაც დღემდე უშედეგოა.

“ჩვენ არ ვიცოდით, რომ ასეთი ნესტი იყო, შიგნით მიწა იყო დაყრილი, მოვასუფთავეთ, მაგრამ სინესტე არ გადის, ვინც სამუშაოებს ასრულებდა, ცუდად გააკეთა ის. მას შემდეგ, რაც ისინი წავიდნენ, ჭერი ჩამოინგრა. ისინი ვალდებულნი იყვნენ ეს შეესწორებინათ, ამიტომ მე რამდენჯერმე მივმართე შესაბამის ორგანოებს, გავაჟღერე პრობლემა, ვნახოთ, რა იქნება. ჩვენ ერთი მუშაკი მაინც უნდა გვყავდეს, რომელიც შენობას თვალყურს ადევნებს და კულტურის სახლის მუშაობაც თანდათანობით დალაგდება”,- ამბობს მიშა სტეფანიანი.

JNEWS-თან საუბარში სოფლის მოსახლეობამ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, კულტურის სახლის შენობაში გაუფრთხილებელ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ვერ მოვახერხეთ სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირება. იმის შესახებ, თუ რა ზომებს ღებულობს ადგილობრივი თვითმმართველობა, დამნაშავეების პასუხისმგებლობის წინაშე დაყენებასთან დაკავშირებით, წაიკითხეთ ჩვენს შემდგომ მასალებში.