21 დეკემბრის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 240 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ იუწყება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ამრიგად, ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობამ 154 065-ს მიაღწია, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 17 579-მდე გაიზარდა.
დღეში 644 პაციენტი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 133 176. შედეგებიდან გამომდინარე, დღეში 26 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 2 დაავადებული გარდაიცვალა სხვა მიზეზების გამო. საერთო ჯამში, კორონავირუსით 2 656 გარდაიცვალა, სხვა დაავადებებით 654 ადამიანი.