ჯავახეთის გენერალური ვიკარიატის პრესსამსახურის უწყებით, გუშინ, ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიაში ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ლიტურგია გაიმართა.
საკვირაო წმინდა ლიტურგიის დასასრულს, “სურბ ხაჩ” ეკლესიის სულიერ მოძღვარმა, მღვდელმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა ომში დაღუპული გმირების სულების მშვიდობიანი განსვენებისთვის მემორიალური ცერემონიალი ჩაატარა. მორწმუნეებმა ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მსახურების სწრაფი დაბრუნებისა და დაჭრილების განკურნების ვედრებით ილოცეს.
მემორიალური ღონისძიების მრავალ მორწმუნეს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული დეპუტატი სამველ მანუკიანი და ახალქალაქის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი.