საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა წლის შედეგები შეაჯამა. 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს და თქვა, რომ წელს მათ რთულ ამოცანას გაუმკლავდნენ.
“2020 წელი მოულოდნელი და რთული გამოწვევების წელი იყო. მსოფლიო სრულიად ახალი რეალობის წინაშე დადგა – კოვიდ -19 პანდემია, სადაც გამონაკლისი არც საქართველოა. პანდემიამ მთლიანად შეცვალა საქართველოს მთავრობის, შესაბამისად კი ჩვენი დღის წესრიგი. მთელი ამ დროის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტი მუშაობდა საგანგებო რეჟიმში.”
ამავე დროს, გომელაურის თქმით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს, საქართველოში 10% -ით შემცირდა დანაშაული. თუმცა, მისივე აღიარებით, ზოგიერთი დანაშაულის, მაგალითად, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და მკვლელობის სტატისტიკა გაიზარდა. ამის მიუხედავად მინისტრის ოვალეობის შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ დანაშაულის ვითარების ზრდის შესახებ ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები მხოლოდ პოლიციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
“ხშირად, მცირე ინციდენტებიც კი ძალზე გაზვიადებულია მედიაში, რაც დიდი დანაშაულის განცდას ქმნის. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ჩვენი მთავრობის ძალისხმევით, მედია თავისუფალია და ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება,” – თქვა გომელაურმა.