დღეს, 18 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში გამოვლენილია COVID-19 ინფექციის 3 613 შემთხვევა, მათ შორის 282 ახალქალაქში და 132 ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე – ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS– ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 21 შემთხვევა – ახალციხეში, 6 – ადიგენში, 21 – ბორჯომში, 3 – ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ახალი შემთხვევები დღეისთვის არ გამოვლენილა.

საერთო ჯამში, რეგიონში 1091 ადამიანია იზოლირებული, აქედან 278 – ახალციხეში, 127 – ახალქალაქში, 278 – ბორჯომში, 10 – ნინოწმინდაში, 130 – ასპინძაში და 269 – ადიგენში.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინო ზონებში არავინ არის.

71 ადამიანი COVID-სასტუმროში რჩება, ხოლო 146 პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას განაგრძობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დაავადებით 138 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა 60 წლის მამაკაცის გარდაცვალება, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსმა 82 წლის ქალბატონი იმსხვერპლა.

გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 758-ია, გარდაცვლილთა რიცხვი 37-ს შეადგენს.

ამ დროისთვის 127 ტესტია ჩატარებული.

დაინფიცირებულებთან კონტაქტში 88-მდე ადამიანია გამოვლენილი, რაზიც გამოკვლევები მიმდინარეობს.